17 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" და "ავერსის კლინიკამ" საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი განაახლა. შეთანხმების მიხედვით, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებს და ვეტერან სპორტსმენებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ქართველმა სპორტსმენებმა მილიონ 423 ათასზე მეტი ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს და 987 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები მიიღეს. 

დღის ამბები