13 მაისი 2024,   13:28
ვრცლად
ამერიკის მთავრობა მიიჩნევს რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა პუტინის დამარცხებაა, ჩემი აზრით, ეს არასწორი და სრულიად არარეალურიცაა - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი

ამერიკის მთავრობა მიიჩნევს რომ უკრაინაში ომის დასრულების ერთადერთი გზა პუტინის დამარცხებაა. ჩემი აზრით, ეს არასწორი და სრულიად არარეალურიცაა -ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა და გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა, ჯეფრი საქსიმ განაცხადა.

პროფესორი ფიქრობს, რომ რომ ომი გონივრული მოლაპარაკებების საფუძველზე ძალიან მალე უნდა დასრულდეს. საქსის განცხადებით, უკრაინა რუსეთისა და ამერიკის მარიონეტულ ომშია ჩართული, სადაც შესაძლოა ქვეყანამ ავღანეთის ბედი გაიზიაროს. პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს უკრაინის ომი არ არის, არამედ ეს არის ომი რომლის მიზანია რუსეთი დაასუსტოს და ამ გზით შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს მაგალითი აჩვენოს.

"ჩემი პოზიციაა რომ ეს ომი შეიძლება მალე დასრულდეს, შესაძლოა დაუყოვნებლივაც, გონივრული მოლაპარაკებების საფუძველზე. ამერიკის პოზიცია ასეთი არაა, ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა პუტინის დამარცხებაა. ჩემი აზრით, ეს არასწორი და სრულიად არარეალურიცაა. მითხარით როგორ დაამარცხებ ქვეყანას 1600 ბირთვული იარაღით? არა მგონია, რომ ამერიკის მთავრობას ეს საერთოდ არ გაუფიქრებია. იგივე ეხება ევროკავშირს. ისინიც რუსეთის დამარცხებაზე საუბრობენ.მე უკვე არაერთხელ მივეცი რჩევა უკრაინელ ხალხსა და მთავრობას, და ვუთხარი : არ მოხვდეთ აშშ-სა და რუსეთს შორის მარიონეტულ ომში, რადგან თქვენი ქვეყანა განადგურდება და ეს არის ტრაგედია.

უკრაინელებს ვუთხარი, შეხედეთ ავღანეთს. ეს ის არის, რისი ნახვაც გსურთ? 15 წელი ოკუპაცია და განგრძობადი ნგრევა, ძირითადად კი 20 წელი აშშ-ს შეჭრიდან. ეს არ უნდა გააკეთოთ. შეერთებულ შტატებში, 1992 წლიდან დაწყებული, ამერიკის უსაფრთხოების პოლიტიკის დომინანტურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ აშშ არის ერთადერთი ზესახელმწიფო მსოფლიოში. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ელიტაში ფიქრობენ, რომ აშშ მართავს მსოფლიოს და უნდა მართოს მსოფლიო. ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ ევროპელი ლიდერებით, რადგან პირადად ვიცი, რომ მათ აქვთ ყველანაირი შეხედულება, რასაც არ უხსნიან თავიანთ საზოგადოებას. მე ვესაუბრე ევროპის მთავრობის მეთაურებს, სადაც მითხრეს, მაგალითად, ნატოს გაფართოება, ძალიან ცუდი იდეა. აშშ-ს ხელმძღვანელობის რეალური აზროვნება ახლა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ორი მტერი, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ერთპოლარულ სამყაროს. ის, რაც მათ აშინებს, არის ჩინეთი. მათ საერთოდ არ იციან რა გააკეთონ. ასე რომ, ახლა, ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი უკრაინაში, რათა ვაჩვენოთ ჩინეთს, მაგალითი. უკრაინა ფიქრობს, ოჰ, ეს ჩვენი ომია. არა. პირველი, ეს არის ომი რუსეთის დასასუსტებლად, რომელშიც უკრაინაა გაჭედილი, სადაც კარგავს ასობით ათას ადამიანს, ქალაქებს, ეს საშინელებაა, მაგრამ ეს არც კი ეხება უკრაინას. ეს ზუსტად ჩინეთს ეხება," - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი საქსიმ.

დღის ამბები