20 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რასაც  ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა, 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს

რუსული მედიის ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, სწორედ მან მიუტანა ყუთი ვლადლენ ტატარსკის ბიუსტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

თუმცა ტრეპოვას დაკავებას რამდენიმე წყარო არ ადასტურებს. ამბობენ იმასაც, რომ პოლიცია ამ დრომდე ეძებს ტრეპოვას ქმარს. რუსი სამხედრო ბლოგერი და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერი ვლადენ ტატარსკი, იგივე მაქსიმ ფომინი აფეთქების შედეგად გუშინ დაიღუპა, დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.

დღის ამბები