20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
ნავთობის მოპოვება დღეში მილიონ 160 000 ბარელით შემცირდება - "ოპეკი"

ნავთობის მოპოვება დღეში 1 მილიონ 160 000 ბარელით შემცირდება. ამის შესახებ საუდის არაბეთმა და ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის - "ოპეკის" სხვა წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს. შეზღუდვები მაისში დაიწყება და 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

წარმოების შემცირებამ შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარით გაზარდოს. საუდის არაბეთმა ნავთობის ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად წარმოება დღეში ნახევარი მილიონი ბარელით ნებაყოფლობით უკვე შეამცირა. ბაიდენის ადმინისტრაცია მწარმოებლების მიერ გამოცხადებულ ნაბიჯს შეუფერებლად მიიჩნევს.

დღის ამბები