20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
"ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი" - ტრამპმა მხარდამჭერებს საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ზე ვიდეომიმართვა ავრცელებს, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი - ძალიან მარტივია. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები. ამიტომ მოგიწოდებთ შემოწირულება გაიღოთ," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები