20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
ისრაელმა სირიის ტერიტორია დაბომბა

სირიის საჰაერო თავდაცვა გვიან ღამით დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ისრაელის მრავალ სამიზნეს დაუპირისპირდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა შეჩერებულ იქნა.

ისრაელი წლების განმავლობაში, თავდასხმებს სირიაში ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ახორციელებდა, სადაც თეირანის გავლენა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მან კონფლიქტში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა დაიწყო.

ისრაელის სამხედროებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე, სირიაში ბოლო დროს გავრცელებულ თავდასხმებზე. აღსანიშნავია, რომ ეს შეტევა მეოთხეა 30 მარტის შემდეგ.

დღის ამბები