20 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
ნიდერლანდებში მატარებლების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ნიდერლანდებში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად.

შემთხვევა ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარე ერთ-ერთ სოფელთან მოხდა. სარკინიგზო კატასტროფის დროს სამგზავრო მატარებელში დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა.

მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავარიის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი გაუქმდა.

დღის ამბები