20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
"მოხდა ისტორიული მთელი ევროპისთვის, ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის, ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება რეგიონისთვის ისტორიული მოვლენაა. 

"მოხდა ისტორიული მოვლენა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის, მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის - ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა. ალიანსი ძლიერდება აღმოსავლეთ ფლანგზე.

რუსული აგრესია ნათლად ადასტურებს, რომ მხოლოდ კოლექტიური გარანტიები, მხოლოდ პრევენციული გარანტიები შეიძლება იყოს საიმედო. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სიჩქარეზე - უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ ვხედავთ, რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს პროცედურები. რაც უფრო ამბიციურია ის, ვინც იცავს თავისუფლებას, აგრესიის მით ნაკლები შესაძლებლობა აქვს ბოროტების მსურველს. დადგება დღე, როდესაც უსაფრთხოება გარანტირებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც," - აცხადებს ზელენსკი. 

დღის ამბები