20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
დღეს მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას, რომელიც მან მშვიდობიან განვითარებასა და ქაოსს შორის უნდა გააკეთოს- ჩინეთის ელჩი საქართველოში

"დღეს მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას, რომელიც მან მშვიდობიან განვითარებასა და ქაოსს შორის უნდა გააკეთოს" - ასე ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს საქართველოში ჩინეთის ელჩი, რომელმაც პეკინის ოფიციალური პოზიციები შესახებ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

ჭოუ ციენის განმარტებით, პეკინის მთავარი მიზანი უკრაინის კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარებაა, ამისათვის კი მას რუსეთსა და უკრაინას შორის ნეიტრალური პოზიციონირება უწევს. ჩინელი დიპლომატი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივასაც შეეხო და განმარტა, რომ სი ძინპინმა პუტინთან სტუმრობისას მიიღო პირობა,რომ რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებოდა.

ელჩმა საგარეო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და შეეხო ერთი ჩინეთის კონცეფციის დაურღვევლობას. ელჩმა დაგმო ტაივანის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტი კი და შეადარა იმგვარ დაშვებას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანას რომ ესტუმროს. "ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის ისეთივე ცენტრალურია, როგორიც აფხაზეთის საკითხი საქართველოსთვის," - აღნიშნა დიპლომატმა.

 

მან მსოფლიო კონფლიქტებში აშშ-ის პოზიციონირებაც გააკრიტიკა. ჭოუ ციენი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ იგი მშვიდობიანად გადაწყდება. დიპლომატი შუა დერეფნის იდეასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ობიექტურად დიდი პოტენციალი აქვს და პროექტში ევროკავშირისა და ჩინეთის ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იქნება.

დღის ამბები