20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩინეთის მუქარის მიუხედავად ტაივანის ლიდერს შეხვდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ტაივანის ლიდერს შეხვდა. ცაი ინ-ვენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესს ტაივანის გვერდით დგომისთვის, როდესაც მისი დემოკრატია საფრთხეში იყო.კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ ტაივანისა და ამერიკის ხალხებს შორის მეგობრობას თავისუფალი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაკარტი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ტაივანის ლიდერს აშშ-ის ტერიტორიაზე 1979 წლის შემდეგ შეხვდა.

მანამდე, გასულ წელს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი იმყოფებოდა ტაივანში, რასაც ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გამწვავება მოჰყვა.

დღის ამბები