20 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
თელ-ავივში თავდასხმის შედეგად ერთი იტალიელი ტურისტი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

თელ-ავივში, ავტომანქანით თავდასხმის შედეგად, ერთი იტალიელი ტურისტი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინფორმაციას ისრაელისა და იტალიის ოფიციალური პირები ადასტურებენ. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ისრაელელი არაბი იყო.

მანქანა ქუჩიდან ველოსიპედისა და სანაპიროზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკზე გადავიდა. ოფიცერმა მძღოლი მას შემდეგ "გაანეიტრალა", რაც მან იარაღის გამოყენება სცადა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფს ტერაქტებთან დასაპირისპირებლად მობილიზებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები