20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
უკრაინის ოთხ რეგიონში - ლუჰანსკში, დონეცკიში, სუმსა და ზაპოროჟიეში საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული

ომის 409-ე დღე უკრაინაში - ამ დროისთვის ქვეყნის ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკიში, სუმსა და ზაპოროჟიეში საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული.

ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს. სამიზნე გახდა ზაპოროჟიეც. დასახლებული პონქტები დაიბომბა დონეცკიშიც. ვრცელდება ინფორმაცია 4 დაღუპულის შესახებ.

აგრესორებმა მძიმე არტილერიით იერიშები მიიტანეს ხერონზე. შედეგად დაშავდა 8 ადამიანი. ომში მყოფი ქვეყანა კონტრიერიშებს ახორციელებს. გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა 7 დრონი ჩამოაგდეს. სამხერთის მიმართულებით კი 3 რუსული სადამკვირვებლო პუნქტი გაანადგურეს.

დღის ამბები