20 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
ყველასთვის ღირებულია უსაფრთხოება და ტერორისგან დაცვა, არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც დადებითად მოეკიდებოდა იმას, რაც რუსულმა ოკუპაციამ მოიტანა- ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინაში ვითარება ისევ მძიმეა, 23-ჯერ დაიბომბა ხერსონი. მტრის სამიზნე საცხოვრებელი კვარტალი, ელექტროგადამცემი ხაზი, გემთმშენებლობის ტერიტორია და მარცვლეულის ტერმინალი გახდა. ღამით იერიში განხორციელდა ზაპოროჟიაზეც. დაიღუპა ორი ადამიანი.

ორი ადამიანი ემსხვერპლა ჭურვებს ხარკოვის ოლქშიც. დაიბომბა სუმის ოლქის საზღვრისპირა დასახლებები.


"ყველასთვის ღირებულია უსაფრთხოება და ტერორისგან დაცვა. არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც დადებითად მოეკიდებოდა იმას, რაც რუსულმა ოკუპაციამ მოიტანა: რუსულ საკონცენტრაციო ბანაკებს, ჩვენი ბავშვების დეპორტაციას, ქალების გაუპატიურებას, ქალაქების დაწვას… რაც უფრო მეტი ეცოდინება მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ, მით უფრო მალე წააგებს აგრესორი და სიმშვიდე დაბრუნდება.

დაბრუნდება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ლიეტუვის სეიმმა საჭიროდ ჩათვალა მოიწვიოს უკრაინა, რათა ის გახდეს ნატოს წევრი, მოიწვიოს უკრაინა ამ წლის ვილნიუსის სამიტზე. მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეძლებს ალიანსი ევროპაში ერების ცხოვრებაზე, არსებულ საზღვრებზე, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე ნებისმიერი ხელჰყოფისგან რეალური დაცვის გარანტირებას,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები