20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
აფეთქების შედეგად მარსელში ორი შენობა ჩამოინგრა - ნანგრევების ქვეშ 10-მდე ადამიანი იმყოფება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანიანის ინფორმაციით, ქალაქ მარსელში აფეთქების შედეგად ორი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ 10-მდე ადამიანი იმყოფება.

როგორც მინისტრმა განმარტა, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რამაც სამაშველო ოპერაციის ჩატარება გაართულა. მისი თქმით, ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ამ დრომდე უცნობია აფეთქების მიზეზი.

დღის ამბები