20 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი პეკინში - ორი გავლენიანი ევროპელი ლიდერის ვიზიტი, ჩინეთ - ამერიკის დაძაბული ვითარების ფონზე შედგა

ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერლაიენი პეკინში - ევროპელი ლიდრების ჩინეთში ვიზიტის მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა. ევროპას ისევე როგორც ჩინეთს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურს. უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკუთარი ფორმულა კი სინძინპინმა პუტინს მოსკოვში სტუმრობისას ზუსტად 2 კვირის წინ წარუდგინა.

ევროპას სჯერა რომ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლის საკმარისი ბერკეტი აქვს . ის რომ ევროპა ერთიანია საკუთარ მიზნებსა და პოზიციებში ამის სადემონსტრაციოდ მაკრონი პეკინში მარტო არ ჩასულა , მასთან ერთად ოფიციალური შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტმაც გამართა, თუმცა მაკრონისგან განსხვავებით ურსულა ფონ დერლაიენის სიტყვაში მეტი სიხისტე იგრძნობოდა.

ორი გავლენიანი ევროპელი ლიდერის ვიზიტი პეკინში ჩინეთ- ამერიკის დაძაბული ვითარების ფონზე ხდება. უკვე მეორედ, ორ ქვეყანას შორის ვითარება კვლავ ტაივანის ლიდერისა და კონგრესის სპიკერის შეხვედრამ გაამწვავა.

ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო და ტაივანის მთავარ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების იმიტირება განახორციელა.სწორედ ამ ვითარებაში ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მაკრონის სიტყვებმა ბევრს აფიქრებინა რომ ევროპა ამერიკისგან გამიჯვნას ცდილობს. ტაივანის კონფლიქტში ჩათრევა რომ ევროპის ინტერესებში არ შედის, ამაზე თანხმდებიან ანალიტიკოსებიც.

დაძაბული ვითარების ფონზე ტაივანი აცხადებს რომ ჩინეთის ქმედებები უკვე პროვოკაციულ სახეს იძენს , რასაც ისინი რაციონალური და სერიოზული დამოკიდებულებით უპასუხებენ.

დღის ამბები