20 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
5 გარდაცვლილი და 8 დაჭრილი პირი - კენტუკის შტატში ცეცხლი კოლეგებს ბანკის თანამშრომელმა გაუხსნა

შეიარაღებული თავდასხმა კენტუკის ცენტრში - ცეცხლი კოლეგებს ბანკის თანამშრომელმა გაუხსნა, გარდაცვლილია 5 და დაჭრილია 8 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილია თავად თავდამსხმელიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მან თავი მოიკლა თუ სამართალდამცველების გასროლას ემსხვეპლა.

ბანკზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი სურვილი, რომ კონგრესმა იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მიიღოს.

დღის ამბები