20 მაისი 2024,   19:01
ვრცლად
რა მოტივით გაუხსნა ცეცხლი თანამშრომლებს მამაკაცმა, რომელიც დანაშაულს Instagram-ით გადასცემდა - შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ის ნაციონალურ ბანკში

შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში - შემთხვევა ქალაქ ლუისვილში, ნაციონალურ ბანკში ადგილობრივი დროით დილის 08:30-ზე მოხდა. ცეცხლი იქ მყოფებს 25 წლის კონორ სტერჯენმა გაუხსნა, რომელიც ამავე ბანკის თანამშრომელი იყო. ის თავდასხმას "ინსტაგრამით" პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომელიც ბანკში წელიწადზე მეტხანს მუშაობდა, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ შეატყობინეს. ვარაუდობენ, რომ სწორედ შურისძიება გახდა დანაშაულის მოტივი.

თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. დაშავებულებს შორის 2 პოლიციელია, მათგან ერთმა 26 წლის პოლიციელმა პოლიციის აკადემია ერთი თვის წინ დაამთავრა. ახალგაზრდა პოლიციელის მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე გაანეიტრალეს.

ბანკზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმარტა კონგრესს იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

კენტუკის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა მე-15 მასობრივი მკვლელობაა, რომელიც წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. მანამდე 2 კვირით ადრე ანალოგიური თავდასხმა ნეშვილში მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

 

 

დღის ამბები