20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
ესპანეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - ისინი ბინის გაქურდვას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფრის წაღება მოასწრეს

ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 ქართველი დააკავეს,როგორც გამოცემა წერს,  ქართველები 12 აპრილს, ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს. 

სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის 8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარეს. გამოცემის ცნობით, მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან სახლის მეპატრონემ თავად ხმაური გაიგო და პოლიცია გამოიძახა. 

4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ პატიმრობა ემუქრებათ.  

დღის ამბები