20 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ამერიკული დიპლომატია უნგრეთზე ზეწოლის მცდელობებს აგრძელებს - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

ამერიკული დიპლომატია უნგრეთზე ზეწოლის მცდელობებს აგრძელებს , რათა პრო-საომარი პოზიცია დავიკავოთ, მაგრამ ჩვენი მთავრობა კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ მშვიდობა ჩვენს საერთო ინტერესებშია - ამის შესახებ , ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გერგელი გულიასის თქმით, უნგრეთი არ დაექვემდებარება ამერიკის ზეწოლას.

"ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებების განახლებით არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არც ერთ მხარეს ომის მოგება არ შეუძლია,"-განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები