20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
ემანუელ მაკრონს ქალაქ ვენდომში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები ტაფებით და ქვაბებით დახვდნენ

ემანუელ მაკრონს ქალაქ ვენდომში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები ტაფებით და ქვაბებით დახვდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ქალაქში ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მოსანახულებლად იყო ჩასული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაკრონის ვიზიტის წინ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვა აკრძალა.

საფრანგეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი მაკრონის მთავრობის რეფორმას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.

დღის ამბები