20 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
დონალდ ტრამპი ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ბაიდენი

დონალდ ტრამპი ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა," - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, მიიღებდა თუ არა დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას, თავად კამპანიაში მაინც ჩაერთვებოდა, რადგან ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი პრეზიდენტის თანამდებობაზე.

დღის ამბები