20 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
მუსიკოსი პრას მიშელი შტატების ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო ლობირებაში დამნაშვედ ცნეს

მუსიკოსი პრას მიშელი შტატების ხელისუფლების წინააღმდეგ უკანონო ლობირებაში დამნაშვედ ცნეს -, ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ბიბისი" აქვეყნებს.

ყოფილი მუსიკალური ჯგუფის "ფუჯის"" რეპერი 10 ბრალდებაში ცნეს დამნაშავედ, მათ შორის კორუფციაში. როგორც შტატების პროკურატურაში აცხადებენ, მიშელმა მაილაიზიელი მილიარდერისგან, ჯო ლოუსგან ას მილიონ დოლარზე მეტი აიღო, რომელიც გამოყენებული იყო შტატების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.

ბრალდების მხარის მტკიცებით, პრას მიშელმა ხელი შეუწყო ბიზნესმენ ლოუსთვის სოლიდური თანხის გადარიცხვას საპრეზიდენტო კამპანიების დასაფინანსებლად.

საუბარია ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის კამპანიის ლობირებაზე. პრას მიშელი საქმიანობდა, როგორც უცხოური გავლენის აგენტიც. მუსიკოსს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება.


დღის ამბები