07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ესპანეთი უკრაინას 55 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით ესპანეთი მალე მიაწვდის უკრაინას ახალ მძიმე ტექნიკას.

"მოგეხსენებათ, დღეს ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის პირველი დღეა. მომდევნო რამდენიმე თვეში ჩვენ მივაღწევთ პროგრესს იმ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის. უკრაინა იქნება ჩვენი ყველა დისკუსიის ცენტრში. მოხარული ვარ გაცნოთ, რომ ესპანეთი კიდევ 55 მილიონ ევროს გაიღებს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. 51 მილიონ ევროს მსოფლიო ბანკი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოყოფს. დანარჩენი 4 მილიონი გაეროს განვითარების პროგრამით არის გათვალისწინებული და მოხმარდება განახლებადი ენერგიის ავტონომიური სისტემების უკრაინის სკოლებში დამონტაჟებას. ესპანეთი მალე მიაწვდის უკრაინას ახალ მძიმე ტექნიკას, მათ შორის ლეოპარდის ოთხ ტანკს და ჯავშანმანქანას.

ვაპირებთ ქირურგიული პროფილის პორტატიული საველე ჰოსპიტლის მიწოდებასაც. ამ ელემენტმა უნდა გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობები, უმკურნალოს დაჭრილ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე,"-აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. 

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ნატოს ალტერნატივა არ არის.

"არსებობს სერიოზული საფრთხე, რადგან რუსეთი ტექნიკურად მზად არის სადგურზე ადგილობრივი აფეთქების პროვოცირებისთვის, რამაც შესაძლოა რადიაციული გაჟონვა გამოიწვიოს. ჩვენ შევთანხმდით და მოვითხოვეთ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც მზად არიან უკრაინელი მფრინავების გაწვრთნა, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი განრიგი. ზოგიერთ პარტნიორს ამისთვის ძალიან დიდი დრო სჭირდება, გაუგებარია, რატომ. ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული და მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს და აქვს უფლება გახდეს ნატოს თანასწორი წევრი ომის შემდეგ. უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ, ვიდრე ნატოს წევრი არ ვართ, ჩვენთვის აუცილებელია.

საზღვარი რომელიც 24 თებერვლამდე იყო, არ არის ჩვენი ნამდვილი საზღვარი. ეს იყო საკონტაქტო ხაზი ჩვენსა და ოკუპანტებს შორის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ: უკრაინა მზად იქნება კონკრეტული სახის დიპლომატიისთვის, როდესაც გვექნება ჩვენი რეალური საზღვრები, საერთაშორისო სამართლის მიხედვით,"-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები