07 ოქტომბერი 2024,   06:18
ვრცლად
სამხედრო ოპერაცია ჯენინში - ისრაელის ძალების დაბომბვას 3 პალესტინელი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ისრაელის ძალებმა საღამოს დასავლეთ სანაპიროს ქალაქი ჯენინი სამხედრო ოპერაციის დროს დაბომბეს, დაიღუპა 3 პალესტინელი, არიან დაშავებულებიც, განადგურდა მრავალბინიანი საცხოვრებელი.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა იყო, რომელიც ჯენინის მებრძოლების სამეთაურო ცენტრს ემსახურებოდა.

ისრაელის ძალები რეგულარულ რეიდებს ატარებენ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც პალესტინელი მებრძოლები, მათ შორის ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის წევრები არიან.

დღის ამბები