07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ისრაელი, ჯენინში მასშტაბურ ოპერაციას ახორციელებს - პალესტინელების ინფორმაციით, დაიღუპა 9, დაშავდა 100 ადამიანი

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში,  9 პალესტინელი დაიღუპა და 100 დაშავდა.

ისრაელმა ტერიტორიაზე ორშაბათს დილით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ინტენსიური სროლა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეიარაღებულ პალესტინელ მებრძოლებს შორის მიმდინარეობს.

ისრაელში აცხადებენ, რომ მათ ჯენინის "ტერორიზმის თავშესაფრად" გამოყენების აღკვეთა სურთ, პალესტინა კი ისრაელს ომის დანაშაულში სდებს ბრალს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ ღამით სამხედროებმა 500-მდე პალესტინელ ოჯახს ბანაკის დატოვების საშუალება მისცეს.

დღის ამბები