07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
ლვოვში, ოკუპანტების მიერ გასროლილი რაკეტის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა

ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში,  მასშტაბური საჰაერო განგაში იყო. სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა ლვოვის ოლქში ოკუპანტების მიერ გასროლილი რაკეტის შედეგად. არიან დაშავებულებიც. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე მაღალსართულიანი შენობა, დაფიქსირდა ელექტრომომარაგებისა და მობილური კავშირის შეფერხებები.

გავრცელდა ინფორმაცია, რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან "კალიბრის" ტიპის რაკეტების გაშვების თაობაზე.

დაიბომბა ხერსონის და სუმის ოლქის დასახლებებიც. არის მსხვერპლი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მტერმა პოზიციების დატოვება დაიწყო. ანა მალიარის თქმით, სასტიკი ბრძოლებია კვლავ ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

დღის ამბები