07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა, წევრობისთვის კი, საჭიროა რეფორმები - თეთრი სახლის პრესმდივანი

"უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა, წევრობისთვის კი, საჭიროა რეფორმები" - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს პოზიცია ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

თეთრი სახლის პრესმდივნის განმარტებით, ვაშინგტონი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად განაგრძობს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების კოლექტიური მხარდაჭერის საშუალებების განხილვას.

"ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული ვართ. ჩვენ ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად უკრაინის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მხარი დავუჭიროთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც ნატო-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ისინი ალიანსს შეუერთდნენ. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია," - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი
კარინ ჟან-პიერი.

შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს მყარ გარანტიას, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ის ნატოს წევრი გახდება.

დღის ამბები