07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
აშშ-ში ნიუარკის პორტში გემზე ხანძრის შედეგად 2 მაშველი დაიღუპა და 5 დაშავდა

შეერთებულ შტატებში, ნიუარკის პორტში გემზე ხანძრის შედეგად 2 მაშველი დაიღუპა და 5 დაშავდა. ცეცხლის გაჩენის დროს იტალიის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდზე ეკიპაჟის 28 წევრი იმყოფებოდა. ისინი ხანძარს უვნებლად გადაურჩნენ.

გემს 1 200 ავტომანქანა გადაჰქონდა. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი - დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წინასწარი ინფორმაციით, გემბანზე საწვავის დაღვრის ფაქტი არ გამოვლენილა.

ნიუ-არკის პორტი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია.

დღის ამბები