07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
"ეს კონფლიქტი კი არა ომია" - ამ სიტყვებით შეეკამათა უკრაინის პრეზიდენტი სოფიაში ვიზიტისას ბულგარელ კოლეგას

"ეს კონფლიქტი კი არა ომია" - ამ სიტყვებით შეეკამათა უკრაინის პრეზიდენტი სოფიაში ვიზიტისას ბულგარელ კოლეგას.

მიზეზი, რუმენ რადევის მიერ უკრაინის ომის კონფლიქტად მოხსენიება გახდა. ბულგარეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას არ აპირებს და კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ გზად, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ხედავს.

უკრაინის პრეზიდენტმა კი ბულგარელ კოლეგას შეახსენა, რომ უკრაინაში ომია და არა კონფლიქტი და რომ უკრაინას იარაღი თავის დასაცავად სჭირდება.

დღის ამბები