07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
NATO-ს წვრთნებმა ივნისში კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი აგრესიულობა - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთში აცხადებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან რუსეთისთვის სამხედრო საფრთხეები იზრდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის საზღვრებთან, სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის არსებობა ევროპაში, ზრდის სამხედრო საფრთხეებს რუსეთისთვის.

"NATO-ს წვრთნებმა – "ევროპის მცველმა", რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა და შემუშავდა ძალების, აქტივების გადასროლის გეგმები მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს აგრესიულობა" – აღნიშნა ნიკოლაი პატრუშევმა.

დღის ამბები