07 ოქტომბერი 2024,   06:17
ვრცლად
უხვი ნალექი და წყალდიდობა ესპანეთში - სტიქია ქალაქ სარაგოსას დაატყდა თავს

უხვი ნალექი და წყალდიდობა ესპანეთში. სტიქია ქალაქ სარაგოსას დაატყდა თავს. დაიტბორა გზები და ქუჩები. მოვარდნილმა წყალმა ათობით მანქანა წაიღო. რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუაცია განხორციელდა.

შექმნილი ვითარების გამო, ქალაქში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ზარალის შეფასება ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

დღის ამბები