07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. მარკ რუტეს თქმით, მმართველ კოალიციაში პარტიებს შორის საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამთავრობო კოალიცია დაიშალოს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიგრაცია ნიდერლანდებისთვის მთავარი სოციალური პრობლემაა და სამწუხაროა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.

 

დღის ამბები