07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
ბრაზილიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის 6 ბავშვია.

4-სართულიანი შენობის ნგრევის ზუსტი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში, უხვი ნალექი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, წვიმას უახლოეს დღეებშიც პროგნოზირებენ.

დღის ამბები