07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
სუდანში საჰაერო თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ქალები

22 ადამიანი ემსხვერპლა სუდანის არმიის საჰაერო თავდასხმას ხართუმზე - BBC-ის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ქალები. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც.

იერიშის შედეგად, დანგრეულია შენობები. სუდანის არმია და გასამხედროებული ძალები აპრილის შემდეგ იბრძვიან დედაქალაქზე კონტროლის დასამყარებლად. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხართუმის დიდ ნაწილს გასამხედროებული დაჯგუფება - "სწრაფი მხარდაჭერის ძალები" აკონტროლებენ.

დღის ამბები