07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
"რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია" - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული.

"500 დღის წინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესიული ომი წამოიწყო. რუსი სამხედროები სამ დღეში აპირებდნენ კიევის აღებას, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - წერია დოკუმენტში.

ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის არაერთი შეტევა, მათ შორის კიევზე, გაათავისუფლა სუმის და ჩერნიგოვის ოლქები, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს დროებით ოკუპირებული ჰქონდათ.

დღის ამბები