07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
კალიფორნიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კალიფორნიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. ადგილზე მისულ მაშველებს მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. მიმდინარეობს გამოძიება.

ამ დრომდე დაუდგენელია, რა გახდა კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი და ვის ეკუთვნოდა ის.

დღის ამბები