07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
უკრაინის ჯარები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე დაწინაურდნენ

აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ქალაქ მიკოლაივში. გუბერნატორის თქმით, ოკუპანტებმა დასახლებაზე იერიში S-300 ტიპის რაკეტებით მიიტანეს. დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

დაიბომბა სუმის ოლქის 2 სასაზღვრო დასახლებაც. წინასწარი ინფორმაციით, შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

აფეთქებები იყო ხერსონის ოლქშიც - დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე დაწინაურდნენ. გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც.

ამავე დროს, უკრაინის მოსაზღვრე, რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. უკრაინის სარდლობა დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებს.

დღის ამბები