07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
იაპონიაში ძლიერ წვიმასა და მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. დაიღუპა 1 ადამიანი, არიან დაკარგულები.

ათიათასობით ადამიანის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ კიუშიუზე სახლების დატოვება მოუწიათ.ძლიერი წვიმის შედეგად მაღალი დონის გაფრთხილება რეგიონის ფუკუოკასა და ოიტას პერფექტურებში გამოიცა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზის განყოფილების დირექტორის თქმით, სამშაბათს დილამდე მოსალოდნელია წვიმის ნალექი კიუშიუში.

სტიქიის შედეგად ჰიროშიმასა და ფუკუოკა ჰაკატას სადგურებს შორის "ტყვიის" მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

 

დღის ამბები