07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის მთავარი თემა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს განუცხადა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება დამღუპველია.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ დღის წესრიგზე, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, მათ შორის სტამბოლიდან კიევში „აზოვის“ მეთაურების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი თურქული მხარის ინიციატივით განხორციელდა.

 

დღის ამბები