07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
სანქციების მიუხედავად, რუსეთი ესპანეთისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მიმწოდებელია - "როსბალტი"

მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთი ესპანეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, "როსბალტის" ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემა El Periodico de la Energia წერს.

ივნისში ესპანეთში რუსეთიდან იმპორტირებულმა თხევადმა ბუნებრივმა აირმა 7 673 გიგავატ საათი შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბარსელონამ მოსკოვისგან 41 145 გიგავატ საათის თხევადი აირი შეიძინა.

მსხვილ მიმწოდებლებს შორის მეორე და მესამე ადგილზე აშშ და ალჟირი არიან.

გასულ თვეს კომპანიის TotalEnergies ხელმძღვანელმა, პატრიკ პუიანემ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ თხევადი ბუნებრივი აირის რუსეთისგან შესყიდვა, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. მისი თქმით, გასულ წელს ევროკავშირმა 15 მლნ ტონა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტირება მოახერხა.

პუიანეს თქმით, ვიდრე ბუნებრივი აირის რუსეთისგან შესყიდვაზე უარს იტყვიან, საჭიროა შემცვლელის მოძებნა, მისი შეფასებით, ჩამნაცვლებელი აშშ იქნება.

დღის ამბები