07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ჩინეთში კაცმა ცივი იარაღით 6 ადამიანი მოკლა, მათ შორის, სამი ბავშვია

სასტიკი თავდასხმა ჩინეთში. შეიარაღებულმა კაცმა ცივი იარაღით ბაღში 6 ადამიანი მოკლა, დაღუპულებს შორის სამი ბავშვი, ერთი მასწავლებელი და ორი მშობელია. არიან დაშავებულებიც.

უბედური შემთხვევა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ გუან-დუნის პროვინციაში მოხდა. პოლიციის განცხადებით, განზრახ მკვლელობის საფუძველზე, 25 წლის მამაკაცია დაკავებული. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

დღის ამბები