07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, პრიგოჟინი პუტინს კრემლში შეხვდა - ფრანგული გამოცემა

"ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს მოსკოვში შეხვდა - ინფორმაციას ფრანგული გაზეთი Libération დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პრიგოჟინი კრემლში 1 ივლისს გამოიძახეს.

გამოცემის ინფორმაციით, კრემლში პრიგოჟინი სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს, შეხვედრას კი "როსგვარდიის" მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაური სერგეი ნარიშკინიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები