07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ისლანდიაში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის მეტეოროლოგიური ოფისის ცნობით, ვულკანი რეიკიავიკთან ახლოს, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ამოიფრქვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე ლავა და ძლიერი დაკვამლიანებაა.

რეიკიანესის ნახევარკუნძული ვულკანური და ცხელი სეისმური წერტილია, სადაც ვულკანის ამოფრქვევა 2021 წლის მარტშიც მოხდა.

დღის ამბები