07 ოქტომბერი 2024,   06:15
ვრცლად
საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში - კიდევი რუსული ძალების მიერ გაშვებულ დრონებს მეორე დღეა ებრძვის

უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით კვლავ საჰაერო განგაში იყო - მათ შორის კიევში. დედაქალაქი რუსული ძალების მიერ გაშვებულ დრონებს ზედიზედ მეორე დღეა ებრძვის. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ქალაქზე თავდასხმა მოიგერია და ყველა დრონი ჩამოაგდო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ვილნიუსის ნატოს სამიტის შედეგად, კიევი, როგორც ზელენსკიმ განაცხადა - "ახალი თავდაცვის ინსტრუმენტების მოლოდინშია". 

უკრაინისათვის ახალ დახმარების პაკეტს გამოაცხადებს დიდი ბრიტანეთი, რომელიც დამატებით სამხედრო მასალასა და საბრძოლო მანქანებს მოიცავს. ასევე 50 მილიონი ფუნტი გამოიყოფა სამხედრო აღჭურვილობის შესაკეთებლად და დაჭრილთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის. 

აგვისტოში დაიწყება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელ პილოტთა წვრთნა. ლიეტუვაში გამართულ ნატო-ს სამიტზე ითქვა, რომ მფრინავების მომზადებას 11 ქვეყნის კოალიცია დანიაში დაიწყებს, სასწავლო ცენტრი კი რუმინეთში შეიქმნება.

დღის ამბები