07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ნატოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს - მედვედევი

ნატოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„სრულიად გიჟური დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა. ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, ყველაფერი აშკარაა. სპეცოპერაცია იმავე მიზნებით გაგრძელდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

მედვედევი აღნიშნავს, რომ მეტი იარაღის მიწოდება რუსეთს არ დააბრკოლებს უკრაინაში მიზნების მიღწევაში.

დღის ამბები