07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
თურქეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

თურქეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ჯო ბაიდენმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატოსადმი ერთგულებისთვის და შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მასთან ერთად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობას.

"მადლობა ნატოსადმი ერთგულებისთვის და შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობას," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას 2024 წლის არჩევნებში წარმატება უსურვა.

"ბატონო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მინდა, ჩემი და ჩემი ერის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ჩემი პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ თქვენი სატელეფონო ზარისთვის. ახლა პრეზიდენტის დონეზე კონსულტაციების დროა. დღეს მე მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა პირველი ნაბიჯია ამისკენ. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროცესს და ეს ახალი პროცესი ხუთწლიანი ვადით არის ჩემთვის და თქვენც არჩევნები გაქვთ წინ, წინასწარ წარმატებებს გისურვებთ,“ - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

დღის ამბები