07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება, ნატომ უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს - დმიტრო კულება

უკრაინასთან მიმართებით ნატოს ვილნიუსის გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულება ამბობს, რომ როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება, ნატომ უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს.

მისი თქმით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ კიევმა მიწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს, ხოლო წევრობა - როდესაც ამისთვის შესაბამისი პირობები იქნება.

შეგახსენებთ, ნატოს კომუნიკეში უკრაინასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ქვეყანას ამისთვის მაპი აღარ დასჭირდება.

"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები