07 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ფხენიანმა იაპონიისკენ ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ფხენიანმა იაპონიისკენ ბალისტიკური რაკეტა ისროლა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ნასროლი რაკეტა ჰაერში საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა, რაც ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო.

თუ სად ჩამოვარდა რაკეტა, იაპონიის ოფიციალურ უწყებებს არ დაუკონკრეტებიათ. მომხდარის გამო პროტესტი ტოკიომ ფხენიანს ჩინეთის საელჩოს მეშვეობით გამოუცხადა.

 

დღის ამბები