07 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლოს გაკეთებული განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის - "პოლიტიკო"

ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკულ განცხადებას, რომელიც მან ვილნიუსში გამგზავრებამდე გამოაქვეყნა, დასავლელ ლიდერებსა და დიპლომატებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საუბარია პოზიციაზე, სადაც უკრაინის ლიდერი უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხთან დაკავშირებით ალიანსის ფორმულირებებზე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

"პოლიტიკოს" ინფორმაციით, დიპლომატების ნაწილისთვის გასაგებია ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ემოციები, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ გადაწყვეტილება ნატო-მ უნდა მიიღოს, ზელენსკის კომენტარები კი ძალიან შორს წავიდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს სურთ სამიტის განმავლობაში მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ კიევს წევრობის გზაზე, ვაშინგტონი და ბერლინი უფრო ფრთხილები იყვნენ და ამჯერად ამჯობინეს მხოლოდ უკრაინის დახმარებაზე გაამახვილონ ყურადღება" - წერს "პოლიტიკო".

დღის ამბები