07 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში, - იქნება - ზელენსკი

"დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატო-სკენ მიმავალ გზაზე,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ადრე არასდროს არ თქმულა ნატოს წევრების მხრიდან სიტყვები: "თქვენ ხართ თანასწორები თანასწორთა შორის", ახლა კი ყველას ესმის, რომ ეს ფაქტია. ზელენსკის განცხადებით, ამ ფაქტს აუცილებლად დაადასტურებენ გამარჯვებით და ნატო-ში შესვლით.

"სამშობლოში კარგი შედეგით ვბრუნდებით, ჩვენი მეომრებისთვის, რაც მთავარია, კარგი შეიარაღებით. ეს საჰაერო თავდაცვას, რაკეტებს, ჯავშანტექნიკას და არტილერიას მოიცავს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად შევქმენით უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ეს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებია, რომლებსაც მსოფლიოს 7 საუკეთესო დემოკრატია ადასტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმის შესახებ, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში, - იქნება. პირველად, არა მხოლოდ ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე, არამედ ალიანსის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ამას ენერგიულად უბიძგებს. ადრე არასდროს არ თქმულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები: "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის, რომ ეს ფაქტია და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებითა და ნატო-ში შესვლით,"-გაანაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები